08:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა?
ნავთობის ფასი შემცირდა

სიახლეები

ტერაბანკის ახალი პროდუქტი - წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი

 

ტერაბანკი ახალ პროდუქტს - წინასწარ დამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტს ქმნის. ის განკუთვნილია როგორც პირადი, ასევე ბიზნეს საჭიროებებისათვის.

 

შეთავაზება გულისხმობს მსურველთათვის წინასწარ დამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ.

 

ეს ფინანსური პროდუქტი, როგორც ტერაბანკში განმარტავენ, საშუალებას მისცემს კლიენტებს, მაქსიმალურად სწრაფად, ყოველგვარი მიმართვისა და განცხადებების გარეშე აიღონ სასურველი სესხი.

 

ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს მაქსიმალურ საკრედიტო ლიმიტს წინასწარ უმტკიცებს და მათ ამ თანხის ნებისმიერ დროს გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის მის მიზნობრიობას მნიშვნელობა არ აქვს: თანხის გამოყენება შეგიძლიათ როგორც საქმიანი, ისე პირადი საჭიროებისთვის.

 

წინასწარ საკრედიტო ლიმიტი შესაძლებლობას გაძლევთ:

 

თანხა ლოდინის, დამატებითი განაცხადისა და ფინანსური ანალიზის გარეშე, სწრაფად მიიღოთ

განსაზღვროთ საკუთარი ბიზნესის მაქსიმალური კრედიტუნარიანობა

დასახოთ სამომავლო, გრძელვადიანი გეგმები

 

საკრედიტო ლიმიტი სამ ვალუტაში — ლარში, აშშ დოლარში ან ევროში მტკიცდება.

 

საკრედიტო ლიმიტის ათვისების ვადა ბიზნესსაჭიროებისთვის 12 თვეა, პირადი საჭიროებისთვის კი - 6 თვე.

 

წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც არსებულ, ისე ახალ ბიზნესმომხმარებლებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული