08:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ ევროკავშირს Huawei-სთან თანამშრომლობის შეწყვეტას ურჩევს
მსოფლიო ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო თვეებში პოზიტიური ტენდენცია გვაქვს"

 

განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა სკოლების უსაფრთხოებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

„ნებისმიერ რეფორმაზე საუბარი ზედმეტია, თუ მშობელმა არ იგრძნო რომ სკოლაში მისი შვილის უსაფრთხოება დაცულია. უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო თვეებში პოზიტიური ტენდენცია გვაქვს მაგრამ, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შედეგები გვაფიქრებინებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანები დავისახეთ, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც თანამშრომლობისთვის მადლობა მადლობა შსს-ს და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციას (NASRO), რომელებიც აქტიურადა არიან ჩართულნი ტრენინგებში და ფაქტობრივად, ქართველი მანდატურების გადამზადება ამერიკული სტანდარტებით ხდება.

 

მინისტრის თქმით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა.

 

2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული