09:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დონალდ ტუსკი: მათთვის, ვისაც შეთანხმების გარეშე სურს Brexit, ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გამოყოფილი
სექტემბრიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება

სიახლეები

 გამოცემა thrillist-მა ქართული სამზარეულო ევროპის 48 სამზარეულოს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა

 

ამერიკულმა ონლაინ გამოცემა thrillist-მა ქართული სამზარეულო ევროპის 48 სამზარეულოს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა. 

 

საუკეთესო სამსაზარეულოს სტატუსს დაეუფლა იტალიური სამზარეულო, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული სამზარეულო. იტალია განთქმულია ფქვილისგან, თევზისგან და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძებით.  კერძების უმეტესობა სწრაფად მზადდება და ამისთვის ახალი პროდუქტები გამოიყენება.  

 

მეორე ადგილზე ფრანგული სამზარეულო გავიდა, სადაც ყველი და ღვინო სამზარეულოს მთავარი ნაწილია. ფრანგული სამზარეულო ცნობილია უგემრიელესი დესერტებით და კერძების რეგიონალური ვარიაციებით. 

 

მესამე ადგილზე ესპანური სამზარეულოა - თავისი მრავალფეროვნებით. ესპანური კერძების უმეტესობა ზეითუნის ზეთით მზადდება. ეს კერძები ხშირად მარტივია, თუმცა - გემრიელი და ნოყიერი. 

 

სამეულის შემდეგ ქართული სამზარეულო მოდის. აი, რას წერს გამოცემა საქართველოზე: "საქართველო არის ევროპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის უძველესი მარშრუტის გზაგასაყარზე. სწორედ ამიტომ, აქაურობა ძალიან მდიდარია სანელებლებითა და მკვეთრი, თუმცა დაბანსებული გემოებით". 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძი არის აჭარული ხაჭაპური. ასევე პოპულარული კერძებია: ხინკალი, კუჭმაჭი ჩახოხბილი და ა.შ. საუკეთესო სამზარეულოების პირველ ხუთეულს გერმანია ასრულებს, რომელიც სახელგანთქმულია ხორცის კერძებით,  ლუდითა და მაგარი ალკოჰოლური სასმელებით. 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.