17:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არქიტექტურულმა ბიურო Studio McLeod-მა მომავლის "მფრინავი სახლის" კონცეფცია შექმნა
კოსოვოს პრეზიდენტი სერბეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლისთვის მზად არის

სიახლეები

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება

 

თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც მან განმარტა, პროექტი „განახლებული მზიური“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგებოდა.

 

„მზიურის“ ტერიტორიაზე არაფერი აშენდება. გვქონდა იდეა თოჯინების თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება. „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ მოსახლეობას უკვე წარვუდგინეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება და მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული სივრცე ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

„მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლიდან განახორციელებს, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

 

სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი