09:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წელს საბანკო სექტორში წმინდა არასაპროცენტო შემოსავალმა 817,151,685 ლარი შეადგინა
გიორგი ქობულიამ ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

სოფო კილაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ - სახეზეა ადამიანის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები

 

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ახალი პროექტის „რელიგიები საქართველოში“ ფარგლებში დაბეჭდილ ფოტოალბომში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები. 

 

სოფო კილაძემ, თავის გამოსვლაში, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ამავე კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა. 

 

„დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.