08:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
სოფო კილაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ - სახეზეა ადამიანის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები

სიახლეები

2018 წელს საბანკო სექტორში წმინდა არასაპროცენტო შემოსავალმა 817,151,685 ლარი შეადგინა

 

2018 წელს საბანკო სექტორის არასაპროცენტო შემოსავლის ჯამურმა მოცულობამ 817,151,685 ლარი შეადგინა. აქედან 52.55% (429,385,296 ლარი) მოდის კატეგორიაზე: წმინდა საკომისიო და სხვა შემოსავლები.

 

გარდა ამისა, ბანკებმა არასაპროცენტო შემოსავლების 27.21% (222,323,755 ლარი) მოგება (ზარალი) ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიიღეს. 7.96% (65,005,681 ლარი) შეადგინა სხვა საბანკო ოპერაციებმა; ასევე, საბანკო სექტორმა მიიღო 5.45% (44,552,240 ლარი) სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან; 3.97% (32,458,453 ლარი) მოგება (ზარალი) სავალუტო სახსრების გადაფასებიდან; 2.67% (21,846,104 ლარი) მოგება (ზარალი) ქონების გაყიდვიდან; 0.1% (826,851 ლარი) მოგება (ზარალი) საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებიდან; 0.09% (725,717 ლარი) შეადგინა მიღებულმა დივიდენდებმა; და დაახლოებით 0.003% (27,588 ლარი) მოგება (ზარალი) დილინგურ ფასიან ქაღალდებზე მოდის.

 

 

თუ საპროცენტო შემოსავლის თვალსაზრისით გაცილებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვიდრე საპროცენტო ხარჯი, არასაპროცენტო ხარჯმა არასაპროცენტო შემოსავალს გაცილებით გადააჭარდა და წლის განმავლობაში 1,221,405,440 ლარი შეადგინა, საიდანაც ბანკის პერსონალზე გადახდილი ხარჯი მთლიანი არასაპროცენტო ხარჯის 55.02% აღმოჩნდა და  671,956,367 ლარი შეადგინა; სხვა არასაპროცენტო ხარჯი 15.5% (189,334,125 ლარი) იყო; 10.35% (126,364,198 ლარი) ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები; 9.85% (120,302,427 ლარი) ბანკის განვითარების, საკონსულტაციო და მარკეტინგის ხარჯები; 7.94% (95,763,245 ლარი) სხვა საბანკო ოპერაციების მიხედვით გაწეული არასაპროცენტო ხარჯები; და 1.45% (17,685,078) ლარი კი ძირითადი საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯები.

 

შედეგად, 2018 წლის ჯამურმა არასაპროცენტო ხარჯმა არასაპროცენტო შემოსავალს 149%-თ გადააჭარბა და ამ კუთხით წმინდა არასაპროცენტო შემოსავალმა -404,253,755 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული