05:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ისტორიული ანტირეკორდი: ინფლაციამ ვენესუელაში 2,7 მილიონ პროცენტს მიაღწია
როგორია მთავრობის ახალი ხედვა განათლების სისტემის შესახებ?

სიახლეები

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი გაიწვია. იტალიური მხარე მაკრონის ადმინისტრაციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

 

იტალიის შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი მატეო სალვანი საფრანგეთის მერ იტალიიდან ელჩის გაწვევას უკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ  რომს პარიზთან კონფლიქტი არ სურს. 

 

სააგენტო ANSA-ს ცნობით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სალვანი მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც შეხვდეს. "ჩვენ არ გვსურს ვინმესთან კონფლიქტი, პოლემიკა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ ვიცავთ იტალიელთა ინტერესებს", - თქვა პოლიტიკოსმა. 

 

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა საფრანგეთის მთავრობას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა პრობლემები ერთად გადაჭრან. საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი იმ მიზეზით გაიწვია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, მათი აზრით, საფრანგეთი იტალიის მხრიდან თავდასხმების სამიზნე აღმოჩნდა. 

 

გარდამტტეხი წერტილი გახდა იტალიის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერის, ლუიჯი დი მაიოს შეხვედრა საფრანგეთის საპროტესტო მოძრაობის ("ყვითელი ჟილეტები") წარმომადგენლებთან, რაც საფრანგეთმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად აღიქვა. 

 

იტალიაში არ მოსწონთ, რომ საფრანგეთი უკანონო მიგრანტებს იტალიაში აბრუნებს, იტალიის მოქალაქეებს კი საფუძვლიანი სასაზღვრო შემოწმების გავლა უწევთ, რის გამოც, იტალიის მთავრობაში ფრანგული მხარის პოლიტიკის კრიტიკა იშვიათი არ არის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან

29 აპრ 2019კვირის გრაფიკი

 ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია. ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მისაღებად 20 ათას ადამიანზე...

პოპულარული