09:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„მიხეილ ბატიაშვილი: ვმუშაობთ იმ კუთხით რომ მომავალ წელს გვქონდეს უმაღლესი განათლების ახალი მოდელი“
ინგლისის ბანკი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

სიახლეები

რატომ გაგვეზარდა ბუნებრივი აირის ხარჯი?

 

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" განმარტავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც მომხმარებლებს გაეზარდათ ბუნებრივი აირის ხარჯი.

 

"სოკარის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომლებმაც, კომპანიის წარმომადგენელთა აზრით, ხარჯის გაზრდა გამოიწვია;

 

"მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული დიდი რაოდენობის ზარების გათვალისწინებით, გვსურს გაგიმარტოთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის ხარჯების მომატებასთან. 

 


1. კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა იწვევს გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი მუშაობს შესაბამისი დატვირთვით, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს ,იმისათვის რომ შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა თქვენს სახლში, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარებას/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობა.რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად.

 

2. იანვრის თვე დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია აისახება გაზის მოხმარებაზე. 

 

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით იანვრის თვეში განხორციელებულ დარიცხვას, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი, ან მიმართოთ კომპანიის რაიონულ სერვის ცენტრებს, სადაც ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს საკითხს.

 

ასევე თუ ეჭვი გაქვთ რომ თქვენი მრიცხველი გამართულად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი შემოწმება, თქვენი მომართვის საფუძველზე მრიცხველი გაიგზავნება ექსპერტიზაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომ მრიცხველი აღრიცხავს ცდომილებით, თქვენი ხარჯი დაკორექტირდება და ექსპერტიზის ხარჯს დაფარავს კომპანია, ხოლო თუ დადგინდება მრიცხველის გამართული მუშაობა, ხარჯები დაიფარება განმცხადებლის მიერ", - აღნიშნულია "სოკარის" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.