08:12 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძემ კასპის ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა დაათვალიერა
ტაილანდის პრინცესას, რომელმაც ტიტულზე უარი სიყვარულის გამო თქვა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სურს

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. რის შემდეგაც ტერმინალის ექსტერიერი დასრულებული იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

"სავარაუდოდ, მშპ-ის ზრდის ტემპი 2018 წლის ბოლოს შემცირდება და, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში შედარებით დაბალ ნიშნულებზე დარჩება. ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახა ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობის შემცირება ... რაც დიდწილად ბრექსიტის გარშემო წარმოქმნილი ბუნდოვანებისა და გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფერხებით არის გამოწვეული", - აცხადებს ბრიტანეთის მთავარი რეგულატორი. ინგლისის ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დიდ ბრიტანეთში სამიზნე 2%-იან ნიშნულზე დაბლა დაეცემა, თუმცა 2020 წლიდან კვლავ დაუბრუნდება ზრდის ტენდენცია და სამიზნე ნიშნულს გადააჭარბებს.

ქ.რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგურის საშუალებით ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციების შემცველობა.

ამერიკულმა კომპანია Twitter-მა, რომელიც მიკრობლოგების სერვისს ფლობს, 2018 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავლისა და მოგების ზრდა დააფიქსირა, თუმცა აქტიური მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა დაკარგა. კომპანიის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ დროის ამ მონაკვეთში Twitter-ის შემოსავალმა 909 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ კვარტალში მიღებულ შემოსავალს (731,6 მილიონი აშშ დოლარი). გაზეთი Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ეს არის კომპანიის უდიდესი კვარტალური შემოსავალი მისი არსებობის 12 წლიანი ისტორიის მანძილზე. მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული