15:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საგურამოში, ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გვერდით ავლით შეყვანის თაობაზე მოილაპარაკეს

სიახლეები

ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

 

ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ, 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე; მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია.

 

 

ზამთარი ვირუსების სეზონია! როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ
რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა. ეს აქტივობა, ერთი შეხედვით, ჩვენგან არც ისე დიდ დროს მოითხოვს, თუმცა, დროთა განმავლობაში ხელების დაბანაზე დახარჯული დრო საკმაოდ ბევრია. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 1000 რესპონდენტს ვკითხეთ თუ რა ინტენსივობით მიმართავდნენ თვითმოვლის ამ აქტივობას და რა დროს ხარჯავდნენ ამისთვის. აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. გამოკითხულთან ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია.

 

 

ერთ ჯერზე, ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე. ეს ხანგრძლივობა რეკომენდებულ დროსთან შედარებით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის რეკომენდაციით, ხელების დაბანას სულ მცირე, 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ.

 

ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული. 2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული