01:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"გრემის" მუსიკალური ჯილდოს ტრიუმფატორი დონალდ გლოვერი გახდა
როგორ იანგარიშება ინფლაცია?

სიახლეები

რა ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული სურსათის ეტიკეტზე?

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტში განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებული „სახელმძღვანელო მითითებები -  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის   - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებით“ აღებული ვალდებულებების  შესრულების  ფარგლებში. 

 

დღეისათვის სურსათის თავისუფალი მიმოქცევა შიდა ბაზრის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და  არსებით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, მათ სოციალურ, ეთიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის კი აუცილებელია მათი სათანადო ინფორმირებულობა  მოხმარებულ სურსათთან დაკავშირებით.  სურსათის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებელს სწორი არჩევანის საშუალებას აძლევს, ბიზნესოპერატორისათვის კი  ეს   სოციალური მარკეტინგის საშუალებაა, რითაც იგი გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი, სრული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანისაგან, ასევე დაუშვებელია სურსათის იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა, მათ შორის განთავსება, რომელმაც შესაძლებელია მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს სურსათის ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.

 

მომხმარებელთა და ბიზნეოპერატორთა სხვადასხვა ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეგულირების მექანიზმების შემუშავება, რომლის მიზანი იქნება როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ისე შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება.

 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული რეგლამენტი, რომელიც ადგენს სურსათის შესახებ  ინფორმაციასთან დაკავშირებით ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს. 

 

წინამდებარე სახელმძღვანელო მითითებები  შემუშავებულია რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე და  წარმოადგენს  პრაქტიკული რჩევების  და რეკომენდაციების ერთობლიობას, რაც  მნიშვნელოვან დახმარებას  გაუწევს როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე მაკონტროლებელ ორგანოებს  და  გაუადვილებს მათ აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...