09:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
რა ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული სურსათის ეტიკეტზე?

სიახლეები

"გრემის" მუსიკალური ჯილდოს ტრიუმფატორი დონალდ გლოვერი გახდა

 

კომპოზიცია This Is America, რომელსაც დონალდ გლოვერი (იგივე Childish Gambino) ასრულებს, "გრემის" (ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო) ტრიუმფატორი გახდა და გასული წლის საუკეთესო სიმღერის ტიტულს დაეუფლა. 

 

დაჯილდოვების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, სპორტულ-გასართობ ცენტრ Staples Center-ში გაიმართა. თავად გლოვერმა ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. This Is America-მ მოიგო "წლის ჩანაწერის", "წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა" და "საუკეთესო რეპ-შესრულების" ნომინაციებში. 

 

მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ: შონ მენდესის In My Blood, ელი მეის Boo'd Up, Zedd-ის კომპოზიცია The Middle და კენდრიკ ლამარის All The Stars. 

 

საუკეთესო პოპ-დუეტის პრიზი გადაეცათ ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას, კომპოზიციისთვის Shallow (კონკურსს ასევე არ დაესწრო ბრედლი კუპერი). "წლის ახალი არტისტი" გახდა ბრიტანელი დუა ლიპა. წლის ალბომის ტიტული კი ერგო  ამერიკელი ქანთრი-შემსრულებლის, ქეისი მასგრეივსის ალბომს - "Golden Hour".

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული