08:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა
"გრემის" მუსიკალური ჯილდოს ტრიუმფატორი დონალდ გლოვერი გახდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

11 თებ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

საქსტატმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის (Consumer Price Index – CPI) გაანგარიშების მეთოდოლოგიის ამსახველი ვიდეორგოლი მოამზადა. ახალი პროდუქტის მიზანია, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს თვალსაჩინო ინფორმაცია სამომხმარებლო კალათის ფორმირების პრინციპებისა და ფასების შეგროვების მეთოდების, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისსამომხარებლო ფასების ინდექსის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ინდექსისგაანგარიშებას 1992 წლიდანახორციელებს.

კომპოზიცია This Is America, რომელსაც დონალდ გლოვერი (იგივე Childish Gambino) ასრულებს, "გრემის" (ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო) ტრიუმფატორი გახდა და გასული წლის საუკეთესო სიმღერის ტიტულს დაეუფლა. დაჯილდოვების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, სპორტულ-გასართობ ცენტრ Staples Center-ში გაიმართა. თავად გლოვერმა ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. This Is America-მ მოიგო "წლის ჩანაწერის", "წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა" და "საუკეთესო რეპ-შესრულების" ნომინაციებში. მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ: შონ მენდესის In My Blood, ელი მეის Boo'd Up, Zedd-ის კომპოზიცია The Middle და კენდრიკ ლამარის All The Stars.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ჰანი მზად არის, რადიკალური ოგანიზაცია "თალიბანის" წარმომადგენლებს ქვეყნის რომელიმე პროვინციაში წარმომადგენლობის გახსნის ნება დართოს, წერს სააგენტო Reuters. "თუ თალიბანს სურს ოფისი, მე მათ ხვალვე მივცემ ოფისს ქაბულში ან კანდაგარში", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში "მშვიდობის უზრუნველყოფა სურს". სააგენტოს ცნობით, ავღანეთში ოფიციალურ ბაზირებაზე თალიბებმა საუბარი გასულ კვირას დაიწყეს. ეს შედის მათ მოთხოვნებში, რასაც ორგანიზაციის წევრები ავღანეთის მთავრობას უყენებენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტში განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებული „სახელმძღვანელო მითითებები - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებით“ აღებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჩიხში შევიდა. მხარეებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან (მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო) დაკავშირებით შეთანხმება, რაც აშშ-ის ფედერალური მთავრობას მორიგი "შათდაუნს" წინაპირობაა, წერს The Wall Street Journal. "მოლაპარაკება, მე მეჩვენება, რომ ადგილიდან არ იძვრის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩიხიდან გამოვალთ, რადგან დრო სწრაფად გადის", - თქვა სენატის საბიუჯეტო კომიტეტის ხელძღვანელმა, რესპუბლიკელმა რიჩარდ შელბიმ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული