10:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შემცირდა
შსს-მ თბილისში 4 მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა - მხილებულია არასრულწლოვანი

სიახლეები

ნიკოლას მადურომ ვენესუელას ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნა წამოიწყო

 

კვირას, 10 თებერვალს, ვენესუელაში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნა დაიწყო, ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ის საშუალებით გაავრცელა ქვეყნის არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ. 

 

მანევრების დაწყებამდე, რომელიც მირანდას შტატის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს, მადურო გაეცნო სამხედრო ტექნიკას და შეხვდა ვენესუელას არმიის მაღალჩინოსნებს. შეხვედრას ცერემონიის სახე ჰქონდა და ის Twitter-ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

 

სიტყვით გამოსვლისას მადურომ განაცხადა, რომ  ვენესუელას შეიარაღებულ ძალებში "პროფესიონალები მსახურობენ და ისინი მზად არიან, გასწირონ სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხისთვის." 

 

"მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი ძალა არ არის. მთვარი ძალა - ეს ვენესუელელი ხალხია. ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და არავისთან ვომობთ. დაე, სხვებიც ნუ შეეცდებიან ჩვენს მტრობას და ჩვენთვის დამუქრებას", - განაცხადა მადურომ. 

 

სწავლებაში მონაწილეობას 5 ათასზე მეტი სამხედრო იღებს. წვრთნის პროცესში ვენეუელას არმია უცხო ქვეყნის არმიის შემოჭრისა და საჰაერო თავდასხმების ინსცენირებას ახდენს. 

 

"ქვეყანა იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენ უნდა დავამარცხოთ იმპერიალისტი უზურპატორები", - ამბობს მადურო, რომელიც, ცხადია, ამ ეპითეტებით აშშ-ს მოიხსენიებს. 

 

შეგახსენებთ, ნიკოლას მადუროს ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ მსოფლიოს თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობამ დააყენა და დროებით ლეგიტიმურ მმართველად ოპოზიციონერი ხუან გუაიდო აღიარა. მათ რიცხვს შეუერთდა საქართველოც.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.