10:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით" - მიროსლავ ლაიჩაკი
პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს

 

„თუ ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება კარგად”,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას მმართველ გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე და ეს პროცესი საზოგადოების თვალწინ წარიმართება. მისივე შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებული თემით სპეკულირება არასწორია. 

 

„რაც შეეხება, სასამართლოს საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში სიის წარმოდგენიდან მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგაზაფხულო სესიაზე გადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდა პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია, რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი. პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე. ამის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ, დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს, ბუნებრივია, არასწორია  სპეკულირება იმ თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს, იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი არის ერთიანი. 

 

„ქართული ოცნების“  დაშლის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს გვერდით სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე, კონკრეტული ერთი ორი დეპუტატი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდის ერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

კითხვაზე - ელოდება თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შექმნას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდი ერთიანობაზე მუშაობს და სწორედ ესაა ამოცანაც. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.