08:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოში ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს აფასებს
სოფელ საგურამოში, ჩაის და სანელებლების გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სიახლეები

სლოვაკეთმა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო

 

სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და  სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  
 

„ყველაფერი, რასაც ეუთო აკეთებს, იქნება ეს უსაფრთხოებასთან, თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული,  გამიზნულია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ჩვენი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დევიზიც სწორედ ეს არის - კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებას“ - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კიბო არის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე დაავადება და მასთან ბრძოლის საუკეთესო გზა დროული გამოკვლევაა.
 

ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო-სვანეთის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, გალის რაიონში მყოფი ადამიანებისთვის ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის მნიშნელობას და აღნიშნა, რომ „სლოვაკეთის მხრიდან გაღებული ეს მცირე დახმარება ხელს შეუწყობს სკრინინგ-ცენტრის საქმიანობას“.   

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული