11:42 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთი აშშ-ს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს
ოთარ დანელია: „სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია"

სიახლეები

ევროპის ეკონომიკური პრობლემების ფონზე დოლარმა 2019 წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

 

დოლარის კურსმა 2019 წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც ევროპის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სავალუტო ბაზარზე ევროპის ერთიანი ვალუტისა და ბრიტანული ფუნტის მდგომარეობა გააუარესა. 

 

ევროს კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 1,1317 აშშ დოლარამდე დაეცა. ევროზონის პრობლემები რეგიონის ყველაზე მყარ და მოცულობით ეკონომიკასაც დაეტყო:

 

გერმიანიაში 0,1%-ით შემცირდა 10 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი. ასეთი რამე ბოლო ორ წელიწადში პირველად მოხდა და ინვესტორების განწყობაზე ცუდად იმოქმედა. 

 

ეკონომიკური ზრდის ტემპის მოსალოდნელი შენელების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გერმანიის კოალიციურ მთავრობაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყნის სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უკვე მოამზადა პროექტი, რომელიც მთავრობას სახელმწიფო ხარჯების გაზრდასა და ეკონომიკის ამ გზით სტიმულირების გეგმას სთავაზობს.

 

პარტიას მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში (ეკონომიკური პრობლემების ფონზე) უნდა გაიზარდოს პენსიები, უმუშევართა საბაზისო შემოსავალი და მინიმალური ხელფასი. გარდა ეკონომიკის სტიმულირებისა, ეს გეგმა წერტილს დაუსვამს გერმანიის საბიუჯეტო პროფიციტს, რისთვისაც ანგელა მერკელი და მისი გუნდი წლების განმავლობაში იბრძოდნენ. 

 

ქრისტიან-დემოკრატები, უდიდესი ალბათობით, ამ გეგმას არ დასთანხმდებიან. რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობაში დამატებითი განხეთქილების მიზეზი გაჩნდება. დოლარის DXY ინდექსი დღეს 0,1%-ით არის გაზრდილი და 96,530-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი