10:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეტიკეტირების ახალი წესების ამოქმედებამდე გარდამავალი პერიოდი იქნება
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი რეკლამები (ვიდეო)

სიახლეები

ლევან დავითაშვილი: „თხილის დაცვის პროგრამაში“ წარმოდგენილია ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი "

 

„ვფიქრობ, „თხილის დაცვის პროგრამაში“ წარმოდგენილია ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე.

 

„ეს არის თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ მრავალი ათასი ფერმერი უნდა ჩავრთოთ ამ პროგრამაში. საბოლოოდ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თხილი, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურა იყო და შემოსავლის დიდი წყარო ამ რეგიონისთვის, დაიბრუნოს თავისი პოზიცია. 

 

თხილი არის მსოფლიოში მზარდი მოთხოვნის კულტურა, საქართველოს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გააჩნია ამ კულტურის წარმოების კარგი პოტენციალი. ჩვენ, დღეს, დაახლოებით 40,000 ჰა_ზე მეტი თხილის პლანტაცია გვაქვს. შესაბამისად, თუ გვექნება მაღალი პროდუქტიულობა, ისეთი, როგორიც თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს გააჩნიათ, ეს იქნება შემოსავლის დიდი წყარო ქვეყნისათვის და რეგიონისთვის. 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გავზარდოთ პროდუქტიულობა და პლანტაციების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ კიდევ უნდა წავახალისოთ თხილის და, ზოგადად, კაკლოვანი კულტურების წარმოება. ჩვენ მრავალწლიანი კულტურების გაშენების პროგრამაში ინტენსიურად ვუჭერთ მხარს კაკლოვანი კულტურების გაშენებას მთელი საქართველოს მასშტაბით. საბოლოოდ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე, კაკლოვანი კულტურების მიწოდების კუთხით, შეიძლება, მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.