17:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: ხარ თუ არა მეშვიდე კლასელზე ჭკვიანი?
ეტიკეტირების ახალი წესების ამოქმედებამდე გარდამავალი პერიოდი იქნება

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

კონსალტინგური კომპანია Deloitte-ს დათვლით, 2017 წელს მსოფლიოში ჯანდაცვის ხარჯებმა 7,7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 5,4%-ით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წლამდე ჯანდაცვის გლობალური ხარჯები 10 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. შედარებისთვის, 2013-2017 წლებში ჯანდაცვის ხარჯები მსოფლიოში მხოლოდ 2,9%-ით იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, ზრდის ტენდენცია უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების სტატისტიკით არის განპირობებული.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ეკონომიკისა და ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი შეეხო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პირობებში მთავარი ფოკუსი არის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის საკითხები, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აშშ-ის პროვოკაციული მოქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევს. ინფორმაცია ამის შესახებ ჩინეთის საგარეო სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელეს. "11 თებერვალს აშშ-ის საზრვაო ფლოტის 2 სამხედრო ხომალდი ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, კუნძულ ნანშასთან ახლოს. ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამოიცნეს ამერიკული ხომალდები. ამერიკელთა მოქმედება არის ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევა და მშვიდობსა და უსაფრთოებას უქმნის საფრთხეს", - ნათქვამია განცხადებაში.

დოლარის კურსმა 2019 წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც ევროპის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სავალუტო ბაზარზე ევროპის ერთიანი ვალუტისა და ბრიტანული ფუნტის მდგომარეობა გააუარესა. ევროს კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 1,1317 აშშ დოლარამდე დაეცა. ევროზონის პრობლემები რეგიონის ყველაზე მყარ და მოცულობით ეკონომიკასაც დაეტყო: გერმიანიაში 0,1%-ით შემცირდა 10 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი. ასეთი რამე ბოლო ორ წელიწადში პირველად მოხდა და ინვესტორების განწყობაზე ცუდად იმოქმედა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში, ჩაის და სანელებლების გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმო წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის. გადამმუშავებელ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი