21:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

სიახლეები

Apple-ის სმარტფონების გაყიდვები ჩინეთში 20%-ით შემცირდა, მსოფლიოში - 11,5%-ით

 

სმარტფონების გლობალური ბაზრის მოცულობა უკვე მე-5 კვარტალია სტაბილურად მცირდება. 2018 წლის ბოლო 3 თვეში ბაზარი 4,9%-ით შემცირდა, ინფორმაციას ანალიტიკური კომპანია IDC ავრცელებს.  

 

გაყიდვების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ჩინური ბაზარი, სადაც 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერში  სმარტფონების გაყიდვები 9,7%-ით შემცირდა. ამ პროცესში ყველაზე მეტად კომპანია Apple დაზარალდა: 

 

iPhone-ების გაყიდვა ჩინეთში გასული წლის ბოლოს 19,9%-ით შემცირდა. ამავე კვარტალში Apple-მა ჩინეთში სმარტფონების ბაზრის 11,4%-ს მოიცვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. პირველ ადგილზეა კომპანია Huawei (Huawei-ს ბაზრის 23% უჭირავს), შემცდეგ კი Oppo და Vivo მოდიან, 19,6%-იანი და 18,8%-იანი საბაზრო წილით. 

 

iPhone-ების გაყიდვა გასულ წელს შემცირდა აშშ-შიც. საერთო ჯამში, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანია Apple-ის სმარტფონების გაყიდვები მსოფლიოში 11,5%-ით შემცირდა. 

 

გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, მომხმარებლები სულ უფრო მეტად არიდებენ თავს ძვირადღირებული სმარტფონების ხშირად შეძენას და ეს ცვლილება Apple-ს განსაკუთრებით აზიანებს, რადგან კომპანიას ბიუჯეტური ხაზი საერთოდ არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...