სიახლეები
2019 წლის 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 61,51 (- 0,59) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,41 (- 0,31) დოლარი/ბარელზე.
"ოპეკი +"-ში შემავალმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ორგანიზაციის წესდების პროექტი. ამის შესახებ განაცხადა ინტერფაქსმა. დაგეგმილია, რომ ოპეკი + ალიანსის ფორმას მიიღებს და ოპეკი იქნება, როგორც მხარდამჭერი ორგანიზაცია.
კანონპროექტის თანახმად, "ოპეკი +" არ შეზღუდავს ქვეყნების უფლებებს, რომ მართონ მათი ბუნებრივი რესურსები და არ ექნებათ რაიმე იურიდიული ვალდებულება ორგანიზაციის წევრებს შორის. "ოპეკი +"-ის მართვის ფუნქციებს განახორციელებს სამმხრივი კომიტეტი, რომელიც შედგება წინა და მიმდინარე წლების თავმჯდომარეებისა და მომდევნო წლისთვის არჩეული თავმჯდომარისაგან.
ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება განაცხადის წარდგენით და ყველა მონაწილე ქვეყნიდან ნებართვის მიღებით. ორგანიზაციის დატოვება დასაშვებია მხოლოდ გადაწვეტილების მიღებიდან მომდევნო წლის პირველი იანვრიდან.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
მსგავსი სიახლეები

16 თებ 2019საერთაშორისო
"როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა", - დავით ზალკალიანი
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.