16:07 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი: „უნდა შეიქმნას საპენსიო სისტემა, სადაც არა ყველა ზრუნავს თავის თავზე, არამედ თაობები ზრუნავენ ერთმანეთზე"
რა ცვლილებები შევა კანონში "დაგროვებითი პენსიის შესახებ"?

სიახლეები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი: თუ ირანი ისრაელზე თავდასხმას გაბედავს, ისინი ვეღარასდროს იზეიმებენ ისლამური რევოლუციის წლისთავებს

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამუნ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს არ ეშინია ირანის მუქარის, რომ თუ აშშ ირანში სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ისინი თელ-ავივსა და ჰაიფას - ისრაელის უმსხვილეს ქალაქებს - გაანადგურებენ.

 

"მე არ ვახდენ ირანის მხრიდან გაკეთებული მუქარების იგნორირებას, და ისრაელს მათი არ მეშინია. თუ ირანის რეჟიმი დაუშვებს მიუტევებელ შეცდომას და ისრაელზე თავდასხმას მართლაც შეეცდება, მათ ეს არ გამოუვათ. მეტიც, ასეთ შემთხვევაში, ისინი უკანასკნელად იზეიმებენ რევოლუციის (იგულისხმება ირანის ისლამური რევოლუცია) სიმბოლურ თარიღს, მათ ეს უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

 

ორშაბათს ირანში 1979 წლის რევოლუციის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ირანული რევოლუციის მცველთა კორპუსის (ელიტარული სამხედრო დანაყოფი) უმაღლესმა სარდლობამ გააკეთა განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე თავდასხმას გაბედავს, ისინი ისრაელის უმსხვილეს ქალაქებს გაანადგურებენ.

 

შეგახსენებთ, 40 წლის წინ ირანი კონსტიტუციური მონარქიის მქონე სახელმწიფოდან თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად გადაიქცა. რევოლუციის შემდეგ შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, რასაც ქვეყანაში რადიკალური კულტურული და პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული