11:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
MAN-ის ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში თბილისში შემოვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

სიახლეები

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000  ჰექტარზე მეტს შეადგენს

 

2016  წლის აგვისტოდან დღემდე მიწა 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან - გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა.

 

„მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმა და აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც უფრო მეტად დაცული ხდება მიწის მესაკუთრის უფლებები. დღეს მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა, უფასოდ ისარგებლონ საჭირო სერვისებით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 700 000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000  ჰექტარზე მეტს შეადგენს.

 

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.  2017 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო რევოლუციური - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი იყოს საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ ამ სისტემაში შენახული მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია, რაც მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწის რეგისტრაციის რეფორმა არის საექსპორტო რეფორმა და საქართველოს შეუძლია, ამ მიმართულებით გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს.

 

„ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია საექსპორტო რეფორმად, ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანა გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენ წარმატებით დავნერგეთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ვასახელებ, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული იქნება შემდეგი წლების განმავლობაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის დიდი შრომა გასწია - საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, ასევე -იუსტიციის სამინისტროს, რომლის ძალისხმევის გარეშეც ეს რეფორმა ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. 

 

"რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია. ჩვენი მოქალაქეების ჯერ კიდევ დიდ ნაწილს თავისი ისტორიული საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური კამპანიების წარმოება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აქტიურად ჩავერთოთ ამ რეფორმაში. დღეს ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც  რეფორმის ამოქმედებიდან  5-ჯერ არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რეფორმის დინამიკა არის ძალიან მაღალი და იუსტიციის სამინისტრო, სხვა სამინისტროებთან ერთად, ჩაატარებს აქტიურ კამპანიას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩართულობის კოეფიციენტი, რათა ეს რეფორმა წარმატებით დავასრულოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ღონისძიების დასასრულს იუსტიციის მინისტრმა ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც მიწის რეგისტრაციის პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს. 

 

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი