21:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუნეტის ავტონომიური ფუნქციონირების შესახებ
როგორ შეიცვალა ირანის ეკონომიკური პარამეტრები ისლამური რევოლუციის შემდეგ? (გრაფიკული გამოსახულებები)

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესტუმრნენ

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ხატია წილოსანი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

მისიას მსოფლიო ბანკის ევრაზიის რეგიონის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსი ქსენია ლვოვსკი ხელმძღვანელობდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.

 

იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა მისიას წლების განმავლობაში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით  თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

ხატია წილოსანის განცხადებით, ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, აღდგენა და მდგრადი განვითარება  ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ყურადღება ტყის კოდექსის ფარგლებში სატყეო სექტორის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. 

 

როგორც ქსენია ლვოვსკიმ აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნო და პროექტის მიზნების შესაბამისია, რაც რეგიონში განხორციელებული პროექტების შედეგებით დასტურდება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...