15:54 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინ
მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესტუმრნენ

სიახლეები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუნეტის ავტონომიური ფუნქციონირების შესახებ

 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუნეტის ავტონომიური ფუნქციონირების შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს გლობალური ქსელის ინფრასტრუქტურიდან გათიშავენ. კანონპროექტი კონსტიტუციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეპუტატმა ანდრეი კლიშასმა, მისმა პირველმა მოადგილე ლუდმილა ბოკოვამ და დეპუტატმა ანდრეი ლუგოვმა შეიმუშავეს. 

 

საუბარი გლობალური ინტერნეტის შესაძლო გამორთვაზე რუსეთში 2016 წელს დაიწყო. დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში, რუს ჩინოვნიკებს ასეთი სცენარი საკმაოდ რეალურად მიაჩნიათ.

 

კანონპროექტის განხილვას თავად კლიშასი არ ესწრებოდა, მისი პოზიცია ბოკოვამ წარმოადგინა. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის აქტუალურობა კიდევ უფრო გაზარდა აშშ-ის კიბერუსაფრთოების დოქტრინაში შეტანილმა უკანასკნელმა ცვლილებებმა. 

 

ბოკოვამ აღნიშნა, რომ აშშ-მ კიბერუსაფრთხოების შეტევით ოპერაციებში გამოყენება დაუშვა, რაც რუსეთისთვის განსაკუთრებით რეზონანსულია, რადგან რუსეთი ამერიკას ონლაინ სამყაროში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.  

 

მიუხედავად ამისა, ბოკოვამ ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტს საერთო არაფერი აქვს ინტერნეტ-სამყაროს განვითარების ჩინურ მოდელთან, რომელიც სრულად გამორიცხავს დასავლური პლატფორმებისა და ვებგვერდების მოხმარებას. 

 

ბოკოვას თქმით, რუსეთს სურს შექმნას ინტერნეტის სუვერენული ტრაფიკი, რათა რუსეთის მოქალაქემ ზუსტად იცოდეს, რომ მის მიერ გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაითიშება Facebook, Youtube ან სხვა სერვისები.  

 

კანონპროექტს 334-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა - 34 დეპუტატი. ინიციატივის თანახმად რუსეთში შეიქმნება სრულყოფილი ინფსრასტრუქტურა, რომელიც  რუსულ ინტერნეტ-ქსელს დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემს. 

 

რუსეთში უკვე ფუნქციონირებს მცირე მასშტაბის ალტერნატიული ინტერნეტ-ქსელი, რომელიც ჩინოვნიკებისთვისაა შექმნილი. რუსეთი, ჩინეთთან და აშშ-სთან ერთად, შედის "სრული ინტერნეტ-ციკლის" მქონე ქვეყნების სამეულში, ანუ მას აქვს საკუთარი სოციალური ქსელები, საძიებო და სარეკლამო სისტემა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული