10:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სკოლის მშენებლობა და 83-ის რეაბილიტაცია განხორციელდება
ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი ქვეყანა 2020 წელს გახდება

სიახლეები

მამუკა ბახტაძის პასუხი: როგორ აპირებს მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დაასახელა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასული წლის ეკონომიკური სტატისტიკა გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა რომ არა ეს პრობლემა:

 

„მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში. ვსაუბრობ აზიურ ფაროსანაზე, მის გავრცელებაზე. წლევანდელი პროგრამა არის, ვფიქრობ, საკმაოდ დახვეწილი, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან", - განაცხადა ბაზტაძემ.

 

პრემიერმა დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაფინანსებაზეც ისაუბრა, რომელიც ფაროსანას პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული:

 

"2019 წლის პროგრამის მიხედვით, ჩვენ დაახლოებით 45 მლნ ლარით დავაფინანსებთ ამ პროგრამას და ამასთან ერთად, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება მიცემული, რომ ჩვენ ამ პროგრამით მოვიცვათ არა მხოლოდ აზიური ფაროსანა, როგორც გამოწვევა, არამედ იქ სხვა პრობლემებიც არის სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნებთ და პირიქით, გავზრდით იმ საექსპორტო პოზიციებს, რომელიც გვქონდა ჩვენ ორი წლის უკან“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...