22:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ მცირე გადასახადებს ახდევინებენ, რაც ქვეყანას აზარალებს
მამუკა ბახტაძის პასუხი: როგორ აპირებს მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას

სიახლეები

საქართველოს მასშტაბით 28 ახალი სკოლის მშენებლობა და 83-ის რეაბილიტაცია განხორციელდება

 

საქართველოში 28 ახალი სკოლა აშენდება, დამატებით 83 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროექტი ჯამურად 50 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

 

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკანდინავიური, - გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის საფუძველზე განახორციელებს.

 

„განათლება ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების სრული შესწავლა და, შესაბამისად, პრიორიტეტების განსაზღვრა. ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებთან, რათა მეტი რესურსი მოვიპოვოთ ამ პრობლემების დასაძლევად", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონების სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გაორმაგდა მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერის თანხა.

 

„57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამ სამუშაოების დაგეგმვის და განხორციელების უფლების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკასა ამ თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადგილებზე უკეთ იციან თავიანთი სკოლების საჭიროებები და, შესაბამისად, პრობლემების გადაჭრა მოხდება უფრო ოპერატიულად. ამასთან ერთად, სიმბოლურია, რომ წელს შესრულდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველად ჩატარებიდან 100 წელი. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თვითმმართველობების გაძლიერებისთვის და მსგავსი უფლებების დელეგირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი