სიახლეები
გიორგი ქობულია: რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და რუსეთისგან შევისყიდით გაზს
"დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს", - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გააკეთა.
პარლამენტში გამოსვლისას ქობულიამ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა და საჭიროა, ბუნებრივი აირის ერთზე მეტი მომწოდებელი ჰყავდეს ქვეყანას:
„ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ შევქმნათ საშუალება, ერთზე მეტი მომწოდებელი იყოს გაზის. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და, ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს, იმის ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ.
ჩვენ პირობების გაუმჯობესებაზე მიგვყავს მოლაპარაკებები. იმიტომ, რომ შევქმნათ დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასები გაზზე.
გვინდა, რომ შევქმნათ გაზის დივერსიფიკაცია. ჩვენ რუსეთისგან ყოველთვის ვყიდულობდით გაზს. როცა მოლაპარაკება შედგება, ფასს გეტყვით,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

