სიახლეები
ჩვენ ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, უკვე მომზადებულია ევროკავშირთან და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით საკანონმდებლო პაკეტი.
კერძოდ, მინისტრის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი, გარდა ამისა, დამტკიცდება განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. პარლამენტსა და მთავრობაზე უახლოეს თვეებში გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.
კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახსენა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი იყო.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

