21:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა

სიახლეები

პრესაში iPhone-ების ახალი თაობის ვიზუალურმა და ტექნიკურმა მახასიათებლებმა გაჟონა

 

Apple-ის ახალი სმარტფონების პრეზენტაცია ტრადიციულად შემოდგომის დასაწყისში იგეგმება. იქამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა ინტერნეტში უკვე გაჟონა ახალი ფლაგმანური მოწყბილობების ტექნიკურმა და ვიზუალურმა მახასიათებლებმა.  

 

მომდევნო თაობის iPhone-ებთან დაკავშირებით თავისი ინსაიდერული ინფორმაციები და პროგნოზები პრესას ტექნოლოგიური ბაზრის ცნობილმა ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ გაუზიარა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ზუსტი პროგნოზებით. 

 

სააგენტო The Verge-ს ინფორმაციით, ანალიტიკოსმა დაადასტურა, რომ  Apple სამ ახალ აიფონს წარადგენს, რომელთაგან ერთ-ერთი სამმაგი ძირითადი კამერით იქნება აღჭურვილი. 

 

კუოს ინფორმაციით, სმარტფონებს ექნება ზუსტად ისეთი ეკრანი, როგორიც ჰქონდათ 2018 წლის ფლაგმანებს. შენარჩუნდება ეკრანის სიღრმეში შეჭრილი პანელის - ე.წ. "კუნძულის" კონცეფციაც. 

 

რაც შეეხება ცვლილებებს, ახალ iPhone-ებს ექნება გაუმჯობესებული ბატარეა და უკაბელო დამუხტვის ფუნქცია. გარდა ამისა, სმარტფონით შესაძლებელი იქნება სხვა მოწყობილობების დამუხტვაც. Apple შეინარჩუნებს Lightning პორტებსაც. 

 

საერთ ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ახალი მოწყობილობები მომხმარებელს არავითარ პრინციპულ სიახლეს არ შესთავაზებს. გარდა სმარტფონებისა, Apple წარადგენს განახლებულ iPod touch-სა და iPad mini-ს. 

 

ანალიტიკოსის ვარაუდიდით, iPhone-ებს, რომლებიც რევოლუციური  3D-კამერებით იქნება აღჭურვილი, Apple მხოლოდ 2020 წელს წარადგენს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...