22:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა უნდა ვიცოდეთ ბუნებრივი აირის გამოყენებისას?
პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სიახლეები

თვითრეგულირებადი ინტერნეტის ეპოქა სრულდება

 

ყველა ბრიტანული გაზეთი წერს იმის შესახებ, რომ ბრიტანეთში უახლოეს მომავალში ინტერნეტ-რეგულაციები დაწესდება. სპეციალური მრავალპარტიული კომისია, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის ეგიდით მუშაობს, მივიდა დასკვნამდე, რომ  "ინტერნეტის "არაადეკვატური თვითრეგულაციის ეპოქა" უნდა დასრულდეს. 

 

გაზეთ Financial Times-ის ინფორმაციით, კომისიის ხელძღვანელი დემიან კოლინზი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რათა პლატფორმებსა და მომხმარებლებს შორის გარკვეული დაბალანსების პრაქტიკა შეიქმნას.  

 

დეპუტატები მოუწოდებენ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სოციალური ქსელების დამოუკიდებელი რეგულატორი და "ეთიკური კოდექსი", რომელიც ბრიტანეთის მედია რეგულატორის (OFcom) წესებს გაიმეორებს. 

 

კონდექსის თანახმად, სოციალური ქსელები ვალდებული იქნებიან, დაიცვან მომხმარებელი დეზინფორმაციისა და სახიფათო კონტენტისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. 

 

კომისია სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტის სხვა სეგმენტებს 18 თვის განმავლობაში სწავლობდა. მისი დასკვნა განსაკუთრებით მკაცრია კომპანია Facebook-თან მიმართებაში: კომისიის მოკვლევამ აჩვენა, რომ Facebook "შეგნებულად და მიზანმიმართულად არღვევდა კანონებს ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შესახებ და თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით დარტყმას აყენებდა ბრიტანულ დემოკრატიას".  

 

საინტერესოა, რომ ასეთი რეგულაციების შემოღებას მიესალმება ტრადიციული ლიბერალური გამოცემა Guardian-იც, რომელიც, როგორც წესი, თავისუფლების შეზღუდვებს არ იწონებს. ანგარიშის შედეგების შეჯამებისას გაზეთი წერს: "ფეისბუქი არის დაურეგულირებელი კოშმარი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას. საჭიროა მისი გაკონტროლება". 

 

სააგენტო სოციალურ ქსელს "ციფრულ განგსტერს" უწოდებს, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. 

 

ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ჯერემი რაიტი მიიჩნევს, რომ "ტექნოლოგიური თვითრეგულირების ეპოქა" მთელ მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება. მინისტრის თქმით, ინტერნეტ მონოპოლისტები უნდა მიხვდნენ, რომ აქვთ არა მხოლოდ უფლებები, არამედ მოვალეობები და შეზღუდვებიც. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...