სიახლეები
მიუხედავად აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციებისა, რომელიც ძირითდად ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ არის მიმართული, 2019 წელს ირანმა ნავთობის ექსპორტი გაზარდა, - წერს სააგენტო Reuters, კომპანია Refinitiv Eikon-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ნავთობის საშუალო დღეღამურმა ექსპორტმა ირანიდან იანვარში 1,1 მილიონი ბარელი შეადგინა, წერს სააგენტო. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი თებერვალში 1,3 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
დეკემბერში ირანი, საშუალოდ, დღე-ღამეში 0,94 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდდა. ირანს ნავთობის ექსპორტის ტემპის ზრდაში დაეხმარა ევროკავშირის ე.წ. "დაბლოკვის რეგლამენტი", რომელიც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაჩერებლად იქნა შემუშავებული.
მექანიზმი იცავს ევროპულ კომპანებიებს, რომლებიც ირანში ახორციელებელ პროფესიულ საქმიანობას.
შეგახენებთ, ბირთვული შეთანხმება თეირანთან 2015 წელს გააფორმა 6-მა დიდმა სახელმწიფომ: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამ. 2018 წლის მაისში შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა და სასანქციო რეჟიმი აღადგინა.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

