სიახლეები
ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურად გახსნიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში ევროკომისარი, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარე გიუნტერ ოტინგერი.
ნათია თურნავა მოხსენებით გამოვა პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხება. აღნიშნულ საკითხებზე მასთან ერთად ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრეა ჩოფი, საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური მდივანი მიჰეილ ვერიოპულოსი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ტემენუჟკა პეტკოვა და სხვ.
მრჩეველთა საბჭოს სხდომის დასასრულს ხელი მოეწერება დეკლარაციას.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა შეხვდება თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ფატიჰ დონმეზს, „ბიპის“ რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელს პირებს.
"სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

