12:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
შესაძლოა თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს

სიახლეები

Samsung-მა ახალი თაობის ფლაგმანური მოდელები წარადგინა - Galaxy S10, S10 Plus და S10e

 

20 თებერვალს სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა S სერიის ახალი ფლაგმანური სმარტფონები: სტანდარტული S10, უფრო დიდი და ძლიერი S10 Plus და შედარებით ხელმისაწვდომი და პატარა S10e. 

 

ზოგიერთი სმარტფონი S10 მიიღებს 5G  ხმარდაჭერას, თუმცა ასეთ ტელეფონებში მომხმარებელს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.  სტანდარტული Galaxy S10 6,1 დუიმიანი Infinity-O AMOLED ეკრანით არის აღჭურვილი, და ერთი ფლონტალური კამერით, რომელიც განთავსებულია ეკრანის ზედა კუთხეში. ეკრანის გაფართოება 1440*3040 პიქსელს აღწევს. 

 

მწარმოებლის თქმით, ეს არის საუკეთესო და უკონკურენტო ეკრანი სმარტფონების ბაზარზე. Plus მოდელის ეკრანიც იგივე ტექნოლოგიით არის დამზადებული, თუმცა მისი ზომა  6,44 დუიმია. სამივე სმარტფონის ეკრანს აქვს HDR10+ მხარდაჭერა და მათში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. 

 

Galaxy S10 და S10 Plus მუშაობს Qualcomm-ის ახალ ფლაგმანურ პროცესორზე Snapdragon 855 (ამ პროცესორით Samsung აშშ-ში გაიყიდება) ან მათ საფირმო პროცესორზე Samsung Exynos 9820. ორივე მათგანის ოპერატიული მეხსიერება 8 ან 12 გიგაბაიტს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება - 128 ან 512 გიგაბაიტს S10-ის შემთხვევაში, S10 Plus-ის შემთხვევაში კი არსებობს 1 ტერაბაიტიანი ვერსიაც. მიუხედავად ამისა, სმარტფონებს მაინც აქვს microSD მხარდაჭერა. 

 

ფლაგმანურ სმარტფონებში შენარჩუნდა 3,5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი. ტელეფონები სამმაგი ძირითადი კამერით არის აღჭურვილი, რომელიც Samsung-ის განცხადებით ბაზარზე საუკეთესოა. ბატარეის სიმძლავრე, მოდელის შესაბამისად, 3100, 3400 და 4100 მილიამპერს შეადგენს. ყველა მოდელი IP 68 სტანდარტით არის დაცული. სმარტფონების ფასი 750-დან 1400 აშშ დოლარამდე მერყეობს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული