06:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომელი ეკონომიკური სფეროები შუქდება მედიაში ყველაზე ხშირად
იაპონიაში მინისტრს საპარლამენტო სხდომაზე 3 წუთიანი დაგვიანების გამო ბოდიში მოახდევინეს - მოსახლეობას მისი გადადგომა სურს

სიახლეები

რას წარმოადგენს Samsung-ის მოქნილი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Fold, რომელიც 2000 დოლარი ღირს?

 

ცოტა ხნის წინ კომპანია Samsung-მა მოქნილი სმარტფონი Galaxy Fold დაანონსა, ცნობილი გახდა მისი ფასი და ტექნიკური მახასიათებლებიც. 

 

The Verge-ს ინფორმაციით, სმარტფონის გარე ეკრანი 4,6 დუიმი (1960*840 დუიმი) იქნება, რაც, თანამედროვე სტანდარტებით, ძალიან პატარაა. ტელეფონის უკანა პანელზე განთავსებული იქნება  სამმაგი ძირითადი კამერა - 16,12 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. ფრონტალური კამერა 10 მეგაპიქსელიანია. 

 

სმარტფონის გაშლით თქვენ მიიღებთ 7,3 დუიმიან პლანშეტს, მოქნილი ეკრანის (Infinity Flex Display) ტექნოლოგიით.  ამ ეკრანის გაფართოვება 2152*1536 პიქსელი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ Galaxy Fold ამ შემთხვევაშიც ჩამორჩება ბაზრის სტანდარტებს და ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა პლანშეტზე პატარაა და უფრო დიდი ჩარჩოები აქვს. 

 

Samsung-ის განცხადებით, მექანიზმი რამდენიმე ათას დაკეცვასა და გაშლას უძლებს. გახსნილ მდგომარეობაში პლანშეტს ორი ფრონტალური კამერა აქვს - 10 და 8 მეგაპიქსელიანი. 

 

Galaxy Fold-ის ეკრანში არ არის ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი, რაც ფლაგმანური მოწყობილობებისთვის უკვე სტანდარტულ მახასიათებლად ითვლება. მოწყობილობა უახლეს Qualcomm Snapdragon 855 პროცესორზე იმუშავებს (ამავე პროცესორზე მუშაობს Galaxy S10). 

 

სმარტფონ-პლანშეტის ოპერატიული მეხსიერება 12 გიგაბაიტი იქნება, ხოლო შიდა მეხსიერება - 512 მეგაბაიტი, ელემენტის სიმძლავრე - 4380 მილიამპერი. ცნობილია, რომ მოწყობილობას ერთდროულად სამი პროცესის გაშვება შეეძლება. 

 

Galaxy Fold გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვება და მისი ფასი 1980 აშშ დოლარიდან (მინიმალური კომპლექტაცია) დაიწყება. 

 

რასაკვირველია, მოქნილი ეკრანის ტექნოლოგია ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს და მისი ინოვაციურობა და ეგზოტიკურობა, ამ ეტაპზე, პრაქტიკული საქმიანობისთვის ნაკლებად გამოდგება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სმარტფონის შეძენა ათასობით ადამიანს სურს. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...