14:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება: მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოდის
მამუკა ბახტაძე - ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება

სიახლეები

2019 - 20121 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა არის ძალიან მასშტაბური და ამბიციური, შედეგად, "ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

„გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს - საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც გაზსადენებიდან არის საკმაოდ დაშორებული და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. შედეგად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61 000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. 

 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 

 

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...