10:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემცირების ინიციატივით გამოდის
2019 - 20121 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

სიახლეები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება: მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოდის

 

თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია აწესრიგებს საერთაშორისოდ აღიარებული უფლების განხორციელებას - ადამიანები წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, და გააპროტესტონ ის, რაც არ მოსწონთ. მიუხედავად ამისა, რომ ზოგიერთ ქვეყენაში შეკრებებისა და მანიფესტაციების გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ადამიანები ქუჩაში მაინც გამოდიან. თანამედროვე მსოფლიოს გამოცდილება აჩვენებს, რომ მოქალაქეები მასშტაბურ პროტესტს უმეტესად სოციალური პრობლემებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო მიმართავენ და, ასეთ შემთხვევაში (როცა სოციალური პრობლემები არსებობს), არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობას:

 

ამჟამად ვენესუელაში ორხელისუფლებიანობაა. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. პრეზიდენტის სავარძელს არ თმობს ქვეყნის უკანონო მმართველი ნიკოლას მადუროც. მოსახლეობა ოპოზიციის მხარეს არის, არმია - მადუროს მხარეს. ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობაა. 2019 წლის იანვარში ვენესუელაში ინფლაციამ 2,7 მილიონ პროცენტს (2.688.670%) მიაღწია, გასული წლის  ამავე თვის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო პრიოდში ქვეყანა უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, რამაც ვენესუელელები ქუჩაში გამოიყვანა. 

 

უზარმაზარმა საპროტესტო ტალღამ თურქეთს 2013 წელს გადაუარა. აქციები მაისში დაიწყო. მომიტინგეები გამოხატვის თავისუფლებას და მედიის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. ამ აქციებში მონაწილეობა 3,545,000-მა ადამიანმა მიიღო. მოგვიანებით ამ პროტესტის ორგანიზატორთა დიდი ნაწილი დააკავეს. 

 

სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა ქვეყანაში 1 წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იმის გამო, რომ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. პრეზიდენტის თქმით, მას ეს დრო ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად სჭირდება. სწორედ ეკონომიკური პრობლემებია ძირითადი მიზეზი, რამაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აგორება განაპირობა.  გამოსვლები სუდანში 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ელექტროენერგია რამდენჯერმე სრულად გაითიშა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სამომხმარებლო კალათის ღირებულება.

 

2013 წელს ბრაზილიაში მოძრაობა Movemento Pasee Livre-მა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, რასაც მასშტაბური მიტინგები მოჰყვა. პროტესტის პირველი ტალღის მიზეზი გახდა მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართავობა და სიძვირე. საბოლოო ჯამში, საპროტესტო ტალღამ მთელი ბრაზილია ჩაითრია. სოციალური მოთხოვნებით გამართულ აქციებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 

გასული წლის დასაწყისში ირანში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა აგორდა. გამოსვლები ქალაქ მაშჰადიში გამართული ერთი ლოკალური აქციიდან დაიწყო, სადაც მომიტინგეები კვერცხისა და სხვა საკვები პროდუქტების გაძვირებას აპროტესტებდნენ, რამდემნიმე დღის შემდეგ მოხდა ეკონომიკური ლოზუნგების პოლიტიკურ ლოზუნგებად ტრანსფორმაცია. ირანის მოსახლეობა ქუჩაში რიალის გაუფასურებამ და ქვეყანაში არსებულმა ინფლაციის მაღალმა დონემ გამოიყვანა.  უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი ირანში 12,4%-ია, ქვეყნის მოსახლეობის 10,5%-ზე მეტი კი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მიუხედავად ამისა, ირანის მთვრობამ ამ პროტესტის შეჩერება შეძლო. 

 

2018 წლის ბოლოს საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. "ყვითელი ჟილეტების აქციაში", საერთო ჯამში, 250 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციებს 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტის მონაწილეები ქვეყანაში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებდნენ. საბოლოოდ, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2019 წელს საფრანგეთში საწვავის აქციზის გაძვირებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი შეჰპირდა მოსახლეობას, რომ 2019 წელს ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურება 100 ევროთი გაიზრდება და დაბალი შემოსავლის მქონე ფრანგებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება. მიუხედავად ამისა, მომიტინგეთა მოთხოვნებმა ტრანსფორმაცია განიცადა და გამოსვლები დღემდე გრძელდება: ყვითელი ჟილეტები სატრანსპორტო ჯარიმების შემცირებას, განათლების სისტემის რეფორმას და მეტ სოციალურ პროგრამას ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...