04:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან სურგულაძე: უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება: მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გამოდის

სიახლეები

"ნაციონალური მოძრაობა" დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემცირების ინიციატივით გამოდის

 

"ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარადგინა მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შემცირებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი განმარტებით, დღეს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, ვისაც შემოსავალი 100 ათას ლარზე ნაკლები აქვს, არ იხდის დღგ-ს, ხოლო ფრაქციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ეს ზღვარი 165 ათას ლარამდე იზრდება.

 

„ეს შეღავათი, რომელიც ვრცელდება ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე, შემოღებული იყო დაახლოებით 15 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა, თითქმის გაორმაგდა ფასები, ლარის კურსი 65%-ით დაეცა და ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად აღვადგინოთ სტატუსკვო. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქირავებენ ბინებს ან სხვა სახის უძრავ ქონებას“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 იანვარი, რაც ვერ მოახდენს რაიმე გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...