10:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით ზალკალიანი - Fitch -ის რეიტინგი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის
ლევან სურგულაძე: უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა

სიახლეები

პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში ამ დროისთვის გაშენებულია 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. 

 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ, კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.
ამ დროისათვის პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში გაშენებულია 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34

 

მილიონ ლარზე მეტი.
შეხვედრა, რომელსაც ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, ესწრებოდნენ დისკუსიის ფორმატში გაიმართა. 

 

პროექტი „დანერგე მომავალი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...