11:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
31 მარტიდან, ”Air France“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

სიახლეები

ინდოეთსა და პაკისტანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო

 

პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქაშმირის პაკისტანური ნაწილის საჰაერო სივრცეში ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ერთი-ერთი პილოტი კი დააკავა. 

 

არმიის წარმომდაგენელმა მაი გენ ასიფმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ჩავარდა. ინდოეთის არმიის თვითმფრინავები ბომბავდნენ ქაშმირის პაკისტანურ ნაწილს, სადაც, მათი თქმით, "მუჰამედის არმიის" („ჯაიშ ე მოჰამად“) ბოევიკები არიან განლაგებული. 

 

ვითარება რეგიონში მას შემდეგ  გამწვავდა, რაც 25 თებერვალს ინდოეთის სამხედრო ავიაციამ პაკისტანის ტერიტორიაზე  „ჯაიშ ე მოჰამად“-ის ბანაკი დაბომბა.

 

ფიზიკური საზღვარი ქაშმირის ინდურ და პაკისტანურ ნაწილებს შორის რთულად დასადგენია, რადგან ის მიუდგომელ ადგილებზე გადის. 

 

ეს იყო ინდოეთ-პაკისტანის 1971 წლის ომის შემდეგ პირველი დაბომბვა, რომელიც საკონტროლო ხაზს მიღმა განხორციელდა. ინდოეთის ხელისუფლება ისლამაბადს ტერორისტების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული