06:46 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისთვის მამაკაცებს ქალებზე მეტს უხდიან
მამუკა ხაზარაძე: სად არის ვახტანგ ბუცხრიკიძე?

სიახლეები

კობა გვენეტაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

 

4 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

კობა გვენეტაძემ მომავალ ეკონომისტებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა  და ეროვნული ბანკის ფუნქციები და ამოცანები გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების სერია ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. 

მემორანდუმის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პოტენციური კვალიფიციური კადრების მომზადება. ამავე შეთანხმების მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ. მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. ისინი ასევე შეძლებენ გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს.

 

"დღეს შევხვდი ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და მათთან ვრცლად ვისაუბრე ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ვუპასუხე ახალგაზრდების შეკითხვებს და მოვისმინე მათი ხედვები. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ.

მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერი სტუდენტები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. ჩვენ, ეროვნულ ბანკს, ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და მოხარული ვიქნები, თუ ახალგაზრდა და ნიჭიერი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კობა გვენეტაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა, რომელიც ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...