21:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენელი: "ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“
ჩინეთმა სარეკორდო თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

სიახლეები

რა პრინციპებს გულისხმობს "ბავშვთა უფლებათა კოდექსი"

 

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ სავალდებულო წესით, პრინციპების დონეზე განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ეთობლივ სხდომაზე. სხდომას სხვადასხვა საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები ესწრებოდნენ. 

 

21 პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივა თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოფო კილაძემ გააცნო. მისი თქმით, ყველა ქვეყანა დემოკრატიის საფუძვლის ჩაყრას იწყებს მომავალ თაობებზე ზრუნვით.

 

„ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში.

 

ნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელიც იქნება ერთი მხრივ, გარანტი ბავშვის კეთილდღეობის, მეორე მხრივ, იქნება გარანტი, რომ მივიღოთ, დემოკრატიულ, სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული საზოგადოება, სადაც ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთს, საკუთარ სამშობლოს, კულტურასა და ტრადიციებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მან კოდექსის სტრუქტურასა და მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კოდექსი აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

 

სოფო კილაძემ ისაუბრა ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტის შესახებ და მის განსაკუთრებულ როლზე ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის გარემოს უზრუნველყოფაში.

 

„კოდექსი ადგენს ბავშვს უფლებას ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მისი თქმით, ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოს მთლიანად იკისროს ვალდებულებები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ბავშვებზე ვიზრუნოთ, რომლებიც მოკლებული არიან ოჯახის მზრუნველობას დროებით ან სამუდამოდ. აქაც მთელი რიგი სიახლეები შემოგვაქვს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მისი განმარტებით, კოდექსი ადგენს ბავშვის უფლებას ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბავშვს, რომელიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებულია მშობელთა ზრუნვას, ან როდესაც მისი ოჯახში დარჩენა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ეს უფლება ასევე მოიცავს სახელმწიფო ზრუნვას ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ ახალგაზრდებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

 

სოფო კილაძემ ისაუბრა ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების სამართლებრივ საფუძვლებზე. მისი თქმით, ბავშვისთვის შეთავაზებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი განვითარების ხელშემწყობი განათლების პროგრამები. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ასეთმა პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის პიროვნების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება, ბავშვის ადამიანის უფლებების და თავისუფლებებისადმი, მისი მშობლებისადმი, ქვეყნის კულტურული, ენობრივი, ეროვნული და რელიგიური ღირებულებებისადმი და განსხვავებული ცივილიზაციებისადმი და რელიგიებისადმი პატივისცემის უნარების გამომუშავება.

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამების საფუძვლებზე, სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებზე და განვითარებაზე.

 

სოფო კილაძის ინფორმაციით, კოდექსი ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან, რაც მისივე განმარტებით, გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.

 

„ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც წარმოიშობა უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანი გზებით. ამაზე მთელი რიგი პროგრამებია იმ ქვეყნებში, რომელზეც სწორება გვაქვს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, იქმნება ახალი სერვისები, რომელიც მსხვერპლი ბავშვების დახმარებისთვის იქნება გათვალისწინებული. მან ისაუბრა ბავშვის მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხებზე. მისი თქმით, მოწესრიგების სფერო მიცავს ბავშვის დაცვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებებისაგან. მისივე ინფორმაციით, კოდექსი აწესრიგებს ბავშვის დაცვას მედია სივრცეში, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მასმედიის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვები. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, ბავშვის უფლებებზე ადმინისტრაციულ წარმოებასა და სამართალწარმოებაში.

 

სოფო კილაძის ინფორმაციით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით იგეგმება სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც სწორედ ბავშვებზე იქნება ორიენტირებული იმისთვის, რომ ყველა ის სკითხი, რომელიც ბავშვის კოდექსით არის გათვალისწინებული მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობების ფარგლებში გარკვეული უფლებამოსილებების გადაცემაზე. „ვფიქრობ, ეს არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მას მიაჩნია, რომ ბავშვების რიგი საჭიროებების შესახებ უკეთ იციან ადგილობრივმა თვითმმართველობებმა.

 

მან ისაუბრა კოდექსის იმპლემენტაციის თაობაზე. მისი თქმით, შეიქმნება სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტული ვადები, აქტივობები და ინდიკატორები იქნება მითითებული, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ამ უდიდეს რეფორმას. „სანამ საბოლოო სახით მივიღებთ ამ კანონს, ჩვენი კომიტეტი ღიაა ყველანაირი შენიშვნისთვის, მოსაზრებისთვის და მათი გათვალისწინებისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

კომიტეტების წევრების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის მიმართ პოზიტიური შეფასებები გამოითქვა. დეპუტატებმა სხვადასხვა მიმართულებით დასვეს კითხვები. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბავშვთა კოდექსი არის ქვეყნის პატარა მოქალაქეების მრავალმხრივი და უპირატესი ინტერესის დამცველი. მან კანონში ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებისთვის კონკრეტულ ჩანაწერებზე გაამახვილა ყურადღება და ცხელი ხაზის არსებობის იდეა გააცნო მომხსენებელს. აღნიშნულ იდეას სოფო კილაძე დაეთანხმა. „ძალიან კარგი იდეაა, რაზეც ერთობლივად შეგვიძლია ვიმუშაოთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვებზე საპასუხოდ, რომელიც ბავშვში სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღზრდას ეხებოდა, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ კოდექსის მიზანია, ბავშვები აღიზარდნონ სწორედ ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებმაც თავიანთი უფლებების გარდა, ასევე, იციან საკუთარი ვალდებულებები სამშობლოსა და სახელმწიფოს წინაშე. „ეს იდეა გატარებულია ამ კოდექსში. ჩვენთვის პირველ ხაზზე დგას ბავშვი, მისი უფლებები და, ასევე, პირველ ხაზზე დგას ჩვენი სახელმწიფო, საზოგადოება და დემოკრატიული ღირებულებები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა.

 

“ბუნებრივია, საზოგადოების ყველა სეგმენტს აქვს ინტერესი, რომ ეს კოდექსი იყოს სრულყოფილი და მისაღები მთლიანად საზოგადოებისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშაოთ, რათა გვქონდეს შეჯერებული პოზიციები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

თითოეულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი