13:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ახალი სარაკეტო შეთანხმება არ იქნება: სამყაროში შეიარაღების მორიგი მარათონი დაიწყო და მასში უკვე ჩინეთიც მონაწილეობს
რა პრინციპებს გულისხმობს "ბავშვთა უფლებათა კოდექსი"

სიახლეები

ევროკავშირის წარმომადგენელი: "ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“

 

სამოქალაქო საზოგადოების, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ნარჩენების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ნარჩენების მართვაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, სადაც სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრაზე საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემების გაუჯობესებისა და შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი მოქმედებების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

„ნარჩენების მართვის სექტორში კომუნიკაციის მნიშვნელობის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის მიზანს ამავე სექტორში მიმდინარე სხვა პროექტებში კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამით, ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“ - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, თემატური სექტორის ატაშემ ალექსანდრე დარასმა.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...

უსაფრთხოება ევროპაში

31 აგვ 2020კვირის გრაფიკი

            უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის 37 ქვეყნიდან 30-ე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 49-ე ადგილზე იმყოფება. ჟურნალ „გლობალური ფინანსების" მონაცემებით...