18:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა
ევროკავშირის წარმომადგენელი: "ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“

სიახლეები

ახალი სარაკეტო შეთანხმება არ იქნება: სამყაროში შეიარაღების მორიგი მარათონი დაიწყო და მასში უკვე ჩინეთიც მონაწილეობს

 

მოკლე და საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება დასრულებულია. ვალადიმერ პუტინმა უკვე გასცა ბრძანება, რომ შეთანხმების პირობების შესრულება შეწყდეს. მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება კვლავ შესაძლებელია. 

 

"ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება შეიარაღების ეფექტური კონტროლის მომხრე, რომელიც დაიცავს ამერიკის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას, რომელიც დაექვემდებარება შემოწმებებსა და კონტროლს და რომლის პირობებსაც შეთანხმების მონაწილე ყველა მხარე შეასრულებს.  ჩვენ მზად ვართ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას რუსეთთან ერთად და შევიმუშავოთ რეგულაციური შეთანხმება, რომელიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამ განცხადებას სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს.

 

შეთანხმების ჩაშლაზე საუბარი პირველად აშშ-ის ადმინისტრაციამ დაიწყო, მას შემდეგ, რაც NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების უკანასკნელ შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა დაადგინეს, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობას და არ ასრულებს თავის თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს.

 

ამას მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან სარაკეტო შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვის საჭიროებაზეც ისაუბრა: "არსებობს შანსი, რომ ახალ შეთანხმებაზე მოვილაპარაკოთ, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების დამატებით. შეიძლება ეს ასე არც მოხდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავხარჯავთ სამხედრო სფეროში იმაზე მეტს, ვიდრე სხვები, და მეტ ინოვაციას დავნერგავთ", - თქვა ტრამპმა.

 

დიდი ხანია, სამყარომ ახალ რეალობაში შეაბიჯა, სადაც გლობალური სარაკეტო შეთანხმების გაფორმებას ჩინეთის მონაწილეობის გარეშე არსებითი აზრი აღარ აქვს, რადგან ჩინეთმა ბოლო წლებში ამ სფეროში უდიდესი პროგრესი განიცადა და განვითრებას კვლავ აგრძელებს. 

 

შეთანხმების ჩაშლის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა სწორედ ამაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ რუსეთს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ჩინური რაკეტებიც და ახალი სარაკეტო შეთანხმება ყველაზე მეტად მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს. მაგრამ შესაძლებელია კი ასეთი შეთანხმების გაფორმება? 

 

ჩინეთი რაკეტების შექმნითა და მოდერნიზაციით უკვე მრავალი წელია აქტიურად არის დაკავებული.  მათი სარაკეტო სისტემების უმეტესობა საბჭოთა წარმოების სისტემების ბაზაზეა შექმნილი და განვითარებული. ანალიტიკურ ვებგვერდ Globalsecurity.org-ის მონაცემებით, ჩინეთის მოკლე და საშუალო დისტანციის რაკეტების საცეცხლე მანძილი ფარავს თითქმის მთელ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს. ამ ზონაშია მოქცეული აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა (მათ შორის გუამის უმსხვილესი სამხედრო ბაზა) და რეგიონში ამერიკის მოკავშირეების ყველა ბაზა და სტრატეგიული ობიექტი. 

 

ჩინეთის სარაკეტო პონტენციალის გაზრდის პარალელურად, ამ სფეროს განვითარებას აქტიურად ცდილობს ტაივანიც, რომელსაც ჩინეთთან ცუდი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამიტომ, თუ რამე ტიპის შეთანხმება შედგება, მასში ტაივანიც უნდა ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი სარაკეტო პონტენციალის შემცირებას არ დასთანხმდება. 

 

გარდა ამისა, ფრთიანი და ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა აქვს ინდოეთსაც, რომელსაც ეს შეიარაღება "ჩინეთისა და პაკისტანის ძალის დასაბალანსებლად" სჭირდება. პაკისტანში აცხადებენ, რომ სარაკეტო პოტენციალით ისინი ისრაელს აკავებენ, ირაელს კი, თავის მხრივ, რეგიონში ირანის სამხედრო გავლენის გზრდის შეკავება სურს და სარაკეტო პროგრამებში ფულს ამიტომ ხარჯავს. უდიდესი ალბათობით, თუ ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლი ლივკიდაციის შეთანხმებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ახალი შეთანხმება არ შედგება. ამ მხარეების სია კი უკვე ძალიან დიდია. 

 

საქმე იმაშია, რომ მოკლე და საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ფრენის დრო და მანძილი ზედმეტად ცოტაა იმისთვის, რომ თავდაცვის სისტემებმა მათზე რეაგირება მოასწროს. შესაბამისად, სარაკეტო პოტენციალის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ბირთვული სახელმწიფოები ფლობენ. ექსპერტების უდიდესი ნაწილის შეფასებით, ახალი სარაკეტო შეთანხმება არ იქნება, შეიარაღების ახალი მარათონი კი უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი