11:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
პროკურორი: მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი

სიახლეები

საქართველოს პარლამენტი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის (E-learning) შექმნაზე მუშაობს

 

საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოცდილებას ევროპის საბჭოს პროგრამა „HELP“-ის (ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის ადამიანებისთვის) ოფიცერი, ექსპერტი ანა მედარსკა უზიარებს.

 

„ჩვენ გადავდივართ სასწავლო ცენტრის განვითარების ახალ ეტაპზე და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში მეგობრულ და პარტნიორულ მხარდაჭერას ევროპის საბჭო გვიწევს. სტრასბურგში ვიზიტისას შეხვედრა მქონდა „HELP“ პროგრამის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც უკვე გარკვეული წლებია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში იურიდიული პროფესიის ადამიანებისთვის ელექტრონული სწავლების პროგრამას ეწევიან. ჩვენი ინტერესი, რომ დავნერგოთ ელექტრონული სწავლების პროგრამა, განვითარების პროცესშია. პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს იმ პლატფორმის განვითარებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაინერგოს. პარალელურად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ იმ ფილმების გადაღებას, რომელიც ამ პროცესში სასწავლო მასალად უნდა იქნას გამოყენებული“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. 

 

მისი თქმით, ამ კუთხით, ევროპის საბჭოს „HELP“ პროგრამას აქვს დიდი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის. 

 

„ჩვენ გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ და რეალურად გვქონდეს წარმოდგენა თუ როგორ იყენებს სასწავლო მასალებს დისტანციური სწავლებისთვის ევროპის საბჭო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ პროცესის გასაძლიერებლად და შედეგების მისაღწევად, რომელიც სასწავლო ცენტრში, უახლოეს პერიოდში ელექტრონული სწავლების ფორმით დაინერგება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

 

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის საბჭოს წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ პლატფორმას გააცნობენ, რასთან დაკავშირებითაც მის მოსაზრებებს გაეცნობიან და კონკრეტულ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული