11:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის დარგი ლიდერობს
რომელ ქვეყნებში გააქვს საქართვლოს ექსპორტზე ღვინო?

სიახლეები

სამყაროს ყველაზე მძლავრი ავტომობილი "Battista" ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს

 

ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს იტალიური ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრია იმ მანქანებს შორის, რომელთაც ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილება არ ეკრძალებათ. 

 

იტალია, რომელიც ყოველთვის იყო ე.წ. "სუპერქარების" (Ferrari, Lamborghini და ა.შ.) სამშობლო, თავის სტატუსს არ კარგავს. კომპანია Automobili Pininfarina-ს მიერ დამზადებული სპორტული ელექტრომობილი Battista 80კმ/სთ სიჩქარეს 2 წამში ავითარებს, 220 კმ/სთ-ის გასავითარებლად კი მას მხოლოდ 12 წამი სჭირდება. ავტომობილის ღირებულება 2 მილიონი გირვანქა სტერლინგია. 

 

Battista-ს ძრავის სიმძლავრე 1900 ცხენის ძალას აღწევს, რაც ორჯერ აღემატება "ფორმულა 1-ის" ყველაზე სწრაფი ბოლიდების ძრავის სიმძლავრეს. Automobili Pininfarina-ს ხელმძღვანელის მაიკლ პერშკეს თქმით, ეს ავტომობილი არის მტკიცებულება იმისა, რომ ელექტროძრავი და სიმძლავრე ერთმანეთს არ გამორიცხავს. 

 

ჟენევაში სხვა ელექტრონული "სუპერქარებიც" აჩვენეს: Tesla-მ წარმოადგინა თავისი ახალი მოდელი Roadster, ხოლო კომპანია Rimac-მა - ელექტრომობილ Concept Two-ს პროტოტიპი. მიუხედავად ამისა, ყველაზე სწრაფი ელექტრონული ავტომობილის წარმოდგენა Automobili Pininfarina-მ შეძლო, რომელიც სულ რაღაც 2 წელია არსებობს. 

 

კომპანია დიზაინერულ სააგენტო Pininfarina-ს ბაზაზე შეიქმნა, რომელიც წარსულში Ferrari-სა და Alfa Romeo-ს დაპროექტებაში იღებდა მონაწილეობას.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული