06:54 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 2018 წელს 621 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
სერ სუმა ჩაკრაბარტი - საქართველო EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება

სიახლეები

საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პუტინის ცხინვალში ჩასვლას ეხმაურება

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეხვედრას ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას მოსკოვის მხრიდან:
 

რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით კვლავაც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო პოლიტიკას. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
 

მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
 

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...