06:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პენტაგონი ზებგერით სარაკეტო სისტემაზე მუშაობს. პუტინის თქმით, რუსეთს ასეთი ტექნოლოგია უკვე აქვს
საფრანგეთში მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაუწესეს

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: "ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი"

 

"საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების ახალი სისტემის და რეფორმის პრეზენტაციაზე.

 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2022 წლისთვის იგეგმება, რომ სახელმწიფომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლების სისტემის განსავითარებლად დახარჯოს.

 

"სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო კერის ფუნქციას და გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და გაუწევს კონკურენციას მოწინავე ქვეყნებსაც.

 

როდესაც ჩვენს მრავამხრივ, ნიჭიერ ახალგაზრდებს შეექმნებათ საშუალება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტების, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრებს ყველა სფეროში.

 

დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმი გაქრება, რადგან მსოფლიო განათლება აჩვენებს, რომ არცერთი გენატიური ასეთი ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული საზოგადოებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...