11:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ადამიანის ორგანოების შავი ბაზრის ბრუნვა წელიწადში 600 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს
TBC ბანკი: სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის განათლებაზე ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება

 

"2022 წლისთვის განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველო სინგაპურს, ფინეთს, ნორვეგიას და სხვა წამყვან ქვეყნებს გაუთანაბრდება:

 

"შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ჩვენ დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა - მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გვინდა გადასვლა.

 

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით", რომელიც არსებულ თუ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი და მიაღწევს 10 - 11%-იან წილს.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.

 

ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად - ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

 

ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.

 

ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და რაც მთავარია - ახალ მკვლევარებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს - რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს - „მცირერიცხოვან ერს" და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ კითხვაზე - „სად არის ხსნა"?!", - გაანცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული