11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სომხეთის მთავრობამ "მცირე მთავრობის" კონცეფცია წარმოადგინა - სამინისტროების რაოდენობა 12-მდე შემცირდება
საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება დაიდო

სიახლეები

ლევან დავითაშვილი: ეკოტურიზმის განვითარებისთვის 2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

 

2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი.

 

2018 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ევროპარკების ფედერაციის წევრი.

 

„მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის 2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა.

 

შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.

 

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული